მიუსაფარი

"რომ ბედში მყოფი შენ ძმად მიგაჩნდეს
ეგ ვერაფერი სიყვარულია,
საქმე ის არის, კაცს ის უყვარდეს,
ვინც ბედისაგან დაჩაგრულია!"

მიუსაფარი

მიუსაფარი

მიუსაფარი

მიუსაფარი

ბეღურები და ადამიანები

ბეღურა ერთი შეხედვით საყვარელი, მარამ ძალიან თავხედი ფრინველია. ის სხვა ჩიტებს სტაცებს საკვებს, ბუდეებს, ბარტყებს. მისთვის პრობლემა არაა ცივა თუ ცხელა ის ნებისმიერ დროს დაფრინავს. ბეღურა არ მიფრინავს სხვა ჩიტებთან ერთად თბილ ქვეყნებში რჩება იქ სადაც ცხოვრობს. აქედან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ, რომ ბეღურა ზარმაცი და უუნაროა, არ შეუძლია გაფრენა და იძულებულია მძიმე პირობებში გამოიზამთროს, ან სულაც პრინციპულია და მისი ცხოვრების დევიზია ,,სადაც ვშობილვარ გავზრდილვარ".
ხალხიც ზუსტად ასეა. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ სადაც ხარ იქ უნდა იყო ბოლომდე, ან სულაც ეზარება სადმე წასვლა. უჭირს, და შვილებს მშივრებს ხოცავს და ყველაფერზე დახარბებულს ზრდის. ეს ბავშვი გაიზრდება უმეტეს შემთხვევაში ქურდი, ყაჩაღი და ა.შ. ბეღურაც ხომ მტაცებელია!
საზღვარგარეთ საშოვარზე გადახვეწილი ხალხის შვილები ერთი შეხედვით სულაც არ ჰგვანან უტვინო, ნაცრისფერ ბეღურებს, რადგან მათ არაფერი უკვირთ და შიმშილითაც არ იხოცებიან, მაგრამ ენატრებათ მშობლები და ისიც იციან, რომ მალე დაბრუნდებიან ოჯახში და ისევ ერთად ბედნიერად იცხოვრებენ. სრული ვერსია იხილეთ აქ

მიუსაფარი ბავშვები

მიუსაფარი ბავშვები

მიუსაფარ ბავშვთა სახლი

მიუსაფარ ბავშვთა სახლი
No posts.
No posts.

ბავშვთა სახლებისა და მიუსაფარი ბავშვების პრობლემები საქართველოში

ბავშვთა სახლებისა და მიუსაფარი ბავშვების პრობლემები საქართველოში
18.02.2002
ავტორი კობა ლიკლიკაძე

ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური ვითარების ერთ-ერთი სავალალო შედეგი უპატრონო და მიუსაფარ ბავშვთა რიცხოვნების ყოველწლიური მატებაა.
სააგენტო "კავკაზ-პრესის" ინფორმაციით, არაოფიციალური სტატისტიკით, მარტო თბილისში იმყოფება 4500 მიუსაფარი ბავში, რომლებიც, ძირითადად, ბაზრობებზე წვრილმანი ვაჭრობით, მათხოვრობითა და ქურდბაცაცობით ირჩენენ თავს. დაახლოებით 4535 ბავში იმყოფება კმაყოფაზე ე.წ ბავშვთა სახლებში, რომელთა უმრავლესობა ელემენტარულ დონეზეც ვერ აკმაყოფილებს საყოფაცხოვრებო და სასწავლო მოთხოვნებს.
მიუხედავად იმისა, რომ ვითარება მეტად მძიმეა, მიმდინარე წელს განხორციელებას დაიწყებს საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორისა და განათლების სამინისტროს მიერ დაფინანსებული რამდენიმე პროექტი, რომლებიც მიუსაფარ ბავშვებზე ზრუნვასა და მათ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისათვის საქართველოში 36 ოფიციალური ინსტიტუციონალური დაწესებულება ფუნქციონირებს. საქართველოს განათლების სამინისტროს სკოლამდელი აღზრდის, საშუალო განათლებისა და ბავშვთა უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის, მერაბ სანიკიძის, ინფორმაციით, მიმდინარე წლის ამ კატეგორიის დაწესებულებების შენახვაზე სახელმწიფო ბიუჯეტი თითქმის 6 მილიონი ლარის თანხის გამოყოფას ითვალისწინებს. აქედან 2309 ათასი ლარი სკოლა-ინტერნატებზე დაიხარჯება, 1360 ათასი კი - ბავშვთა სახლებზე, სადაც ამჟამად მშობლების ზრუნვას მოკლებული 4535 ბავშვი ცხოვრობს.
სტატიის სრული ტექსტი იხილეთ აქ